ბათუმში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობისადმი მიძღვნილი ფესტივალი სახელწოდებით, „გადარჩენისთვის“ იმართება.
ფესტივალი 12 მაისს, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიხსნა და ორდღიანია. ფესტივალში სასულიერო პირები, საქართველოს ტაძრების მგალობლები, სალოტბარო სკოლები, მუსიკოს-შემსრულებლები და მსახიობები მონაწილეობენ. ნაჩვენებია ვიდეორგოლები ღვთისმშობლის იკონოგრაფიით და ფრაგმენტები დოკუმენტური ფილმებიდან. ფესტივალის დამაარსებელია ბათუმის მერია. ფესტივალი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით იმართება.
ღონისძიება დღეს იხურება.