ბატონის ციხის კარის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები
თელავში ბატონის ციხის კარის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. მიმდინარე პროცესს ადგილზე დღეს კულტურის მინისტრი გაეცნო. დასრულებულია კრამიტის საფარის მოწესრიგება, გადაწყობა და ფრაგმენტული შეკეთება; მოხდა ტაძრის ოთხივე ფასადსა და ინტერიერში საპირე წყობის აღდგენა. ამჟამად მიმდინარეობს ეკლესიის სამხრეთ მინაშენისა და საყრდენი კედლის კონსერვაცია. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.