ბასკური სეპარატისტული და ულტრანაციონალისტური გაერთიანება „ეტას“ არსებობა საბოლოოდ დასრულდა. განცხადება განიარაღებულმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ უკანასკნელი დეკლარაციის სახით გამოაქვეყნა.
ფაქტს ადასტურებს ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო. სეპარატისტული ორგანიზაცია, რომელსაც ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, დღეიდან რეალურად აღარ არსებობს. ამის მიუხედავად, ბოლო 50 წლის განმავლობაში „ეტას“ მიერ ჩადენილი მკვლელობების გამოძიებას ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო არ შეწყვეტს.