„ბასიანის“ საქმე

ღამის კლუბებთან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის ბრალდებულებს, 8 და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. განაჩენი ორი პირზე გამოცხადდა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ აღნიშნულმა ახალგაზრდებმა, დიდი ოდენობით უკანონოდ შეიძინეს ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი ტაბლეტები და ახდენდნენ მათ გასაღებას.