ბაქო და ერევანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

თერთმეტსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ეს არის ჰუმანიტარული მიზნით მიღწეული შეთანხმება, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს 12 საათიდან მხარეებს სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულების ცხედრების გაცვლის საშუალება ექნებათ.

რა წერია ერთობლივ დოკუმენტში და როდემდე იმოქმედებს ეს შეთანხმება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, რატი ხვისტანია დეტალებით ერევნიდან.