ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდასხმისას მძევლად აყვანილ პირთა ნაწილს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გამოკითხულმა პირებმა სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა დატოვეს. მოწმეების გამოკითხვა ისევ გრძელდება. პარალელურად, მიმდინარეობს გაქცეული თავდამსხმელის ძებნის სამუშაოები.
გიორგი კობერიძეა პირდაპირ ეთერში – რა ახალი დეტალები გახდა ცნობილი.