ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი შეიარაღებულია ავტომატითა და ხელყუმბარით და მძევლებად ჰყავს აყვანილი როგორც ბანკის თანამშრომლები, ისე მომხმარებლები. ამ დროისთვის უცნობია, რას ითხოვს ის. ადგილზე მობილიზებულია ზუგდიდის პოლიცია და სპეცრაზმი.