„ბანკირის დღიურები“
ფილმი ეხება საქართველოს ეროვნული ბანკის პირველ მმართველს იასონ ლორთქიფანიძეს.
ფილმის საშუალებით მაყურებელი გაეცნობა ლორთქიფანიძის ცხოვრების გზას, მის მიერ დაწერილი დღიურების მიხედვით შეგვიძლია აღვადგინოთ მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ფილმის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ თუ როგორ ყალიბდებოდა დამოუკიდებელი საქართველოს საბანკო სისტემა, როგორ შემოიღეს პირველი ქართული ფულის ნიშანი – ბონი და როგორი მმართველი იყო იასონ ლორთქიფანიძე.
გავეცნობით იასონის შვილის – იუნკერ ნიკო ლორთქიფანიძის ისტორიას და გავიგებთ თუ რატომ არ წავიდა იასონი ემიგრაციაში წითელი ოკუპაციის დროს
სცენარის ავტორი – მიხეილ ბასილაძე
რეჟისორი – ლევან ახობაძე