„ბანკირის დღიურები“ – დოკუმენტური ფილმის პრემიერა

21:46, 18.09.2025

„ბანკირის დღიურები“ – ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომლის პრეზენტაცია დღეს პირველი არხის კინოდარბაზ „ილუზიონში“ გაიმართა.

ფილმის რეჟისორი ლევან ახობაძე, სცენარის ავტორი კი მიხეილ ბასილაძეა, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის სტუდიაში მუშაობენ. ნამუშევარი საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის შესახებ გვიყვება, გამოყენებულია მის მიერ დაწერილი დღიურები. ფილმში ნაჩვენებია, როგორ ყალიბდებოდა დამოუკიდებელი საქართველოს საბანკო სისტემა, როგორ შემოიღეს პირველი ქართული ფულის ნიშანი – ბონი და როგორი მმართველი იყო თავად იასონ ლორთქიფანიძე. ფილმში მაყურებელი გაეცნობა იასონის შვილის, იუნკერ ნიკო ლორთქიფანიძის ისტორიასაც. დოკუმენტური ნამუშევარი საქართველოს ეროვნული ვალუტის – ლარის 30 წლის იუბილეს ეძღვნება.

კინოსურათის  სატელევიზიო პრემიერა პირველი არხის ეთერში შაბათს, 20 სექტემბერს, 19:30 საათზე გაიმართება.

მსგავსი