ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმი
საქართველოს გენერალური პროკურორი სპეციალური მიწვევით, ანტალიაში ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმში მონაწილეობს. ღონისძიება თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სააპელაციო სასამართლოს გენერალურმა პროკურორმა და ანტალიის გუბერნატორმა გახსნეს. ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა გიორგი გვარაკიძეც. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა კი თემაზე: „ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა და დანაშაულებრივი შემოსავლების კონფისკაცია“. საქართველოს გამოცდილების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. სამუშაო ფორუმის ფარგლებში საქართველოს გენერალური პროკურორი სხვადასხვა ქვეყნის გენერალურ პროკურორებსა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.