ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმი

15:22, 27.10.2026

საქართველოს გენერალური პროკურორი თურქეთში, ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სისხლის სამართლის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა საპროკურორო თანამშრომლობის მიმართულებით მიღწეული შედეგები და გამოითქვა მზაობა ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ. გიორგი გვარაკიძემ მუჰსინ შენტურკი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია. საქართველოს გენერალური პროკურორი პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად ბალკანეთის ქვეყნების გენერალური პროკურორების სამუშაო ფორუმში სპეციალური მიწვევით, სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.

მსგავსი