ბაკურიანის წყალმომარაგების სამუშოები
ბაკურიანში წყალმომარაგებისა და წყალარინების სამი მასშტაბური პროექტი ხორციელდება. სამუშაოები, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს მოიცავს ახალი სათავე ნაგებობის, რეზერვუარების, გასაფილტრი და სატუმბი სადგურების, ასევე მაგისტრალური მილსადენების, წყალმომარაგების ქსელების მშენებლობას და არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას. პროექტების დასრულების შემდეგ, ბაკურიანის 15 000-ზე მეტი მაცხოვრებელი, 24-საათიანი წყალმომარაგებით და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 140 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება.