ბაიდენმა მომავალი კაბინეტის რამდენიმე წევრი დაასახელა

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, მომავალი კაბინეტის რამდენიმე წევრი დაასახელა. სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მან ტონი ბლინკენი წარადგინა, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, 2013 -2015 წლებში კი, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე იყო. ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კი, კლიმატის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი იქნება და ეროვნული უსაფრთხოების გუნდში იმუშავებს. ბაიდენმა დაზვერვის სამსახურის უფროსად ავრილ ჰაინესი წარადგინა, რომელიც პირველი ქალი იქნება ამ თანამდებობაზე. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლად ჯო ბაიდენმა ჯეიკ სულივანი დაასახელა. ლინდა ტომას გრინფილდი კი, გაერო-ში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე დაასახელა.

ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში გაერო-ში ამერიკის ელჩი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაშიც იქნება.