ბაიდენმა „არაქისის კარაქი“ და „ჟელე“ შეიწყალა

ამერიკის პრეზიდენტმა მადლიერების დღესთან დაკავშირებით ორი ინდაური, სახელად „არაქისის კარაქი“ და „ჟელე“ შეიწყალა. ინდაურებს სახელები მათ მშობლიურ შტატ ინდიანაში, სკოლის მოსწავლეებმა დაარქვეს. ინდაურები შეწყალებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში თეთრ სახლში იმყოფებოდნენ. ინდაურების პირველი დოკუმენტირებული შეწყალება 1963 წელს, ჯონ კენედის უკავშირდება, თუმცა მომდევნო პრეზიდენტებს, ჯერალდ ფორდსა და რიჩარდ ნიქსონს ინდაურები არ შეუწყალებიათ. „ინდაურების შეწყალება“ თეთრ სახლში ნორმად იქცა 1989 წელს, როდესაც ტრადიცია ჯორჯ ბუშმა აღადგინა და ახლა თეთრი სახლის სადღესასწაულო სეზონის ძირითადი ნაწილია.