ბაიდენის და ტრამპის საარჩევნო გეგმები

ამერიკის პრეზიდენტობისთვის ჯო ბაიდენი მეოთხედ იბრძოლებს.

80 წლის მოქმედი პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიას იწყებს. თუმცა, წინასწარი კვლევები აჩვენებს, რომ ასაკი შესაძლოა მისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს. ბაიდენის მთავარ კონკურენტად ისევ ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოიაზრება, რომელმაც საკუთარი გეგმა ჯერ კიდევ 2022 წლის ბოლოს დააანონსა. ხელფასების შემცირება, ინფლაცია და მიგრაცია ის მთავარი მიმართულებებია, რაზეც ტრამპმა მოქმედი პრეზიდენტის მწვავე კრიტიკა და ბრალდებები ააგო. თუ ბაიდენის საარჩევნო ვიდეორგოლსაც გავითვალისწინებთ, საარჩევნო კამპანია სწორედ მოქმედი და ყოფილი პირველი პირების ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართება.