ბაიდენ-მაკრონის გზავნილი – გამოხმაურება
საქართველოში შეფასებების თემაა აშშ-ისა და საფრანგეთის ლიდერების ერთობლივი მიმართვა. აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტების სახელით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში კეთდება მოწოდება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პატივი უნდა სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ: „აშშ და საფრანგეთი მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე, ასევე სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიის ყველა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის საკეთილდღეოდ,“ – აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.