ბაჰრეინი თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

15:28, 22.11.2026

ბაჰრეინში აცხადებენ, რომ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მათ სამრეწველო ობიექტზე თავდასხმა განახორციელა. მათივე ცნობით, ირანის თავდასხმის შედეგად, სამოქალაქო სამრეწველო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა არავინ დაშავებულა. თავის მხრივ, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ ბაჰრეინში, სადაც ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტია განთავსებული, ამერიკულ სამხედრო პოზიციებზე სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაპირველად მოსახლეობას შესაძლო საფრთხის გამო უსაფრთხო ადგილას გადასვლისკენ მოუწოდა. მოგვიანებით უწყებამ განგაში მოხსნა, თუმცა ამის შემდეგ მოსახლეობას კიდევ ერთი საგანგებო შეტყობინება გაუგზავნა. ბაჰრეინის თავდაცვის ძალების განცხადებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანის მხრიდან განხორციელებული რამდენიმე შეტევა მოიგერიეს. ჩამოგდებული სამიზნეების ნამსხვრევებმა, მატერიალური ზიანი გამოიწვია, თუმცა არავინ დაშავებულა.

მსგავსი