ბაღის ახალი შენობის გახსნა

ისნის რაიონში N 109 საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნა. ის 20 ჯგუფზეა გათვლილი და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ახალი ბაღი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა. მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარი დაიხარჯა.