ბაღების რეაბილიტაციის პროგრამა

ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურასა და სოფელ სამტრედიაში, საბავშვო ბაღის შენობები გაიხსნა.

პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2.5 მილიონი ლარით დაფინანსდა. 150 აღსაზრდელზე გათვლილ ახალ საბავშვო ბაღებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყო ყველა ის სივრცე, რაც გამართულად ფუნქციონირებისთვისაა საჭირო. საბავშვო ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. საბავშვო ბაღები საჭირო ინვენტარით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.