ბაღების რეაბილიტაცია მცხეთის მუნიციპალიტეტში
მცხეთის მუნიციპალიტეტში ხუთ ახალ და სრულად განახლებულ საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო. სკოლამდელ დაწესებულებებში აღსაზრდელები უკვე მიიღეს. სახელმწიფოს დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა მცხეთის №3, ასევე სოფელ ძეგვისა და სოფელ საგურამოს საბავშვო ბაღებს, სოფლებში – ჩარდახსა და პატარა ქანდაში კი ახალი ბაღები აშენდა. დასრულებული პროექტები ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა.