ბაღების მშენებლობა
კასპის მუნიციპალიტეტში ორი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 ბავშვზე და სოფელ თვალადში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაასრულა. მშენებლობის პროექტები „ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოთხი მილიონი ლარით დაფინანსდა. ახალ საბავშვო ბაღებში, ყველა ის საჭირო სივრცე მოეწყო, რაც ბაღების გამართული მუშაობისთვისაა საჭირო, – ასევე, ისინი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. საბავშვო ბაღების საჭირო ინვენტარით აღჭურვას კასპის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.
ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 885 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.