ბაჩო ახალაიას სასამართლო

12:19, 07.04.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მხარის ორი მოწმე, საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირები დაიკითხნენ. დაცვის მხარის თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რაც აღნიშნულ საქმეში ბაჩო ახალაიას ბრალს დაადასტურებს. ადვოკატის თქმით, ჩანაწერები, რომლებიც საქმეზე გავრცელდა, სადაც თითქოს ახალაია და პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბრის აქციის შესახებ საუბრობენ, ავთენტური არ არის და მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობისთვის წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ახალაია ბრალს არ აღიარებს. პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

მსგავსი