ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი

18:36, 31.03.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიმართ კიდევ ერთ წარდგენილ ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე წინასასამართლო პროცესის თარიღი განისაზღვრება. სხდომას ესწრება ბაჩო ახალაია. მან პროცესზე თქვა, რომ გაიმეორებს რაც ბრალშია მითითებული. ახალაია თვლის, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უნდა დაემხოს სასტიკად. ეს არის ერთადერთი ღირსეული ქცევა და გარანტია იმისა, რომ ვინც მომავალში ხელისუფლებაში მოვა, ვერავინ გაბედოს დიქტატურის გზაზე დადგომა,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა. ბაჩო ახალაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. განცხადება ახალაიამ პროცესზე 16 თებერვალს გააკეთა, სადაც ისაუბრა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება უნდა დაემხოს.  აღნიშნული მუხლი  სასჯელის ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი