ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი

12:18, 30.06.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო სხდომა მიმდინარეობს, სადაც მხარეები დასკვნით სიტყვას ამბობენ. პროცესს არ ესწრება ბაჩო ახალაია. საქმე უკვე დასკვნით ეტაპზეა და გადაწყვეტილება უახლოეს სხდომაზე გამოცხადდება. დაცვის მხარის განცხადებით, აღნიშნული იყო ბაჩო ახალაიას პირადი მოსაზრება და არა დამხობისკენ მოწოდება. დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნაწილი უდავოდ ცნო. ახალაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. აღნიშნული დანაშაული სასჯელის ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი