ბაჩო ახალაიას გამოკითხვა

21:10, 10.10.2025

თითქმის რვასაათიანი გამოკითხვა – ბაჩო ახალაიამ საგამოძიებო უწყება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაბარება 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. გამოძიების საგანია გავრცელებული ჩანაწერიც, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის და რომელშიც ძალადობრივ ქმედებებსა და მსხვერპლზეა საუბარი. ახალაიას ხმის ნიმუში აუღეს. თუმცა ექს-მინისტრი ფალსიფიცირებულად და ხელოვნური ინტელექტის მიერ დამუშავებულ მასალად აცხადებს ჩანაწერს, რომელშიც ის, სავარაუდოდ, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ხელმძღვანელ პაატა ბურჭულაძეს სამოქმედო გეგმაზე ესაუბრება და გარკვეულ ინსტრუქციებსაც აძლევს. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი შაბათ დღეს მშვიდობიანი აჯანყების დღედ აცხადებს და 1989 წლის 9 აპრილს ადარებს. როგორც დღეს ხდება ცნობილი, გამოძიებას კითხვები აქვს მის მეუღლესთანაც. ანა ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშია დაბარებული.

მსგავსი