ბაჩო ახალაია დააკავეს - შეფასებები

ბაჩო ახალიას დაკავება შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. „ქართულ ოცნებაში“ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ერთმანეთთან აკავშირებენ. მათ შორის საუბრობენ ბაჩო ახალაიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ გააქტიურებაზე, უცხო ქვეყნებისგან ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერასა და ასაფეთქებელი იარაღების აღმოჩენაზე. ოპოზიციაში კი პოლიტიკურ დევნაზე მიუთითებენ.