„აზრთა ფესტივალი“

საქართველოში პირველად „აზრთა ფესტივალი“ გაიმართება. ღონისძიებას რიყის პარკი 9 სექტემბერს, 12 საათიდან უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია და სტუმრებს სხვადასხვა სივრცეში სხვადასხვა აქტუალურ თემაზე დისკუსიებში მონაწილეობა შეეძლება. გარდა ამისა, გაიმართება მუსიკალური ღონისძიებები, ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა და სხვა გასართობი აქტივობები. „აზრთა ფესტივალის“ მხარდამჭერია ესტონეთის საელჩო საქართველოში.