ისევ ბლოკირებულია „აზოვსტალი“. ალყაში მოქცეულ ქარხანაში მყოფი სამხედროების ევაკუაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი აქტიურად ცდილობს ევაკუაციის პროცესში ჩართვასა და უკრაინას სამხედროების ზღვით გამოყვანას სთავაზობს, ამ ეტაპზე რუსეთი სამხედროების ევაკუაციას არ თანხმდება. უკრაინის ხელისუფლება ფაქტობრივად გამორიცხავს სამხედრო გზით აზოვის ბატალიონის წევრების გათავისუფლებას. ასევე გაურკვეველია, რამდენად მოხერხდება პუტინის პირადი მტრების დახსნა დიპლომატიური გზით.
გიორგი მანჯავიძე გიამბობთ, რატომ ვერ ხერხდება სამხედრო ოპერაციის ჩატარება და რა შანსები აქვთ „აზოვსტალში“ დარჩენილებს.