რუსთავის „აზოტიდან“ გათავისუფლებული თანამშრომლების სარჩელის ძირითადი ნაწილი დაკმაყოფილდა

აზოტის საწარმოდან გათავისუფლებული თანამშრომლების სარჩელის ძირითადი ნაწილი დაკმაყოფილდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, 57 პირი სამუშაოზე უნდა აღადგინონ. საწარმოს კი დაევალა აუნაზღაუროს 57 მოსარჩელეს განაცდური ხელფასი.

მოპასუხე მხარის ადვოკატმა სასამართლო დარბაზი კომენტარის გარეშე დატოვა.

აზოტიდან 2017 წლის იანვრის თვეში 320-მდე თანამშრომელი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

სასამართლოს, პროფკავშირების დახმარებით 57-მა ადამიანმა მიმართა.