აზიის განვითარების ბანკის გადაწყეტილება
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 5.5%-დან 6.3 პროცენტამდე გაზარდა. აღნიშნულზე, აზიის განვითარების ბანკის სექტემბრის განახლებულ ანგარიშშია საუბარი. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პროგნოზის ზრდა ქვეყანაში წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელზე ძლიერმა ეკონომიკურმა აქტივობამ განაპირობა. ამასთან, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში აღნიშნავენ, რეგიონში გამწვავებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის გავლენა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე შეზღუდული დარჩა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკამ 2026 წლის პირველ ნახევარში ზრდის მაღალი ტემპი შეინარჩუნა და 7.9% შეადგინა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი იყო მომსახურების სექტორი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორი, ტრანსპორტისა და დასაწყობების სფერო, მრეწველობა.. ამასთან, საქონლისა და მომსახურების ექსპორტი 6.8%-ით გაიზარდა. აზიის განვითარების ბანკმა ასევე გაზარდა 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი 4.9%-დან 5.2%-მდე. პროგნოზის გადახედვა გლობალურ ბაზრებზე ენერგორესურსების გაძვირებამ განაპირობა, რამაც ქვეყანაში ინფლაციური ზეწოლა გააძლიერა.