საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა თბილისში „ეიდიბის“ მუდმივი წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნეს. ცერემონიას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მანამდე აზიის განვითარების ბანკის ახალი პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ შეხვდა. მასატო კანდას და ირაკლი კობახიძის შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსადმი ბანკის მხარდაჭერას.2007 წელს ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ ADB-მ საქართველოს თითქმის ექვსი მილიარდი დოლარის ოდენობით სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება გამოუყო, მათ შორის მილიარდ დოლარზე მეტი კერძო სექტორში ინვესტირების გზით. შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა შუა დერეფანში საქართველოს როლის გაძლიერებაზე ,რასაც მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია ქვეყნისა და რეგიონისთვის.