აზერბაიჯანმა სომხეთს 10 სამხედრო ტყვე გადასცა

აზერბაიჯანმა სომხეთს 10 სამხედრო ტყვე გადასცა. სამშობლოში სამხედრო ტყვეების დაბრუნების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს სომხური მედიაც. არსებული ცნობებით, ეს პირები მიმდინარე წლის 16 ნოემბერს აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის მომხდარი სასაზღვრო დაპირისპირებისას დააკავეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საპასუხოდ, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანს დანაღმული ველების შესახებ რუკების ნაწილი გადასცა.

დატოვე კომენტარი