აზერბაიჯანიდან სერბეთისთვის გაზის მიწოდება შეჩერებულია და უცნობია როდის განახლდება. ეს ინფორმაცია სერბეთის პრეზიდენტმა გაავრცელა. ალექსანდრ ვუჩიჩიმ იმედი გამოთქვა, რომ გაზის მიწოდება ერთ-ორ თვეში განახლდება. ცნობისთვის, 2023 წელს სერბეთმა აზერბაიჯანთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც 2024 წლიდან წელიწადში 400 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვას გულისხმობს. მთლიანობაში, სერბეთი წელიწადში 3 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იყენებს.