აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი - ერთობლივი განცხადებები
საქართველოში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. პირველი შეხვედრა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ქართველ კოლეგასთან გამართა. საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა რეგიონულ და გლობალური კონტექსტში, უკვე განხორციელებული, მიმდინარე და სამომავლო მნიშვნელოვანი პროექტები, – ეს იყო განხილვის ძირითადი თემები.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საუკეთესო ორმხრივი თანამშრომლობის შედეგია განხორციელებული რეგიონული პროექტები, რომელთა მნიშვნელობა იზრდება შუა დერეფნის კონტექსტში.
რა გზავნილები გაჟღერდა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე – თამარ წიკლაურის ჩართვა დეტალებით.