საქართველოში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი მიმდინარეობს. ამ წუთებში საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია დაიწყება. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. ჯეიჰუნ ბარიამოვს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია დახვდა. ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან.