აზერბაიჯანის პრემიერის ვიზიტი
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას ეკონომიკის მინისტრი დახვდა. ალი ასადოვის ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართება. ღონისძიება ხვალ გაიხსნება. განიხილება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადსხვა საკითხები. მათ შორის ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ინვესტიციების, და ვაჭრობის მიმართულებებით. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში აზერბაიჯანის ეკონომიკის, ენერგეტიკის, ციფრული განვითარებისა და გზების, მეცნიერებისა და განათლების მინისტრები არიან.