აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში. ბოდბეში ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხები. მათ შორის – ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ინვესტიციების, და ვაჭრობის მიმართულებებით. აქცენტი გაკეთდა იმ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც ქვეყნები ერთობლივად ახორციელებენ. ამასთან, მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკურ და ენერგეტიკულ სექტორებში სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს. დღესვე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს სხვადასხვა სფეროში. მანამდე კი – საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა გაიმართა.