აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი 

21:43, 30.10.2026

პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების, ყველა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების და სტრატეგიული პარტნიორობის უფრო მაღალ დონეზე აყვანის სურვილი – ამ გზავნილითაა ჩამოსული საქართველოში აზერბაიჯანის პრემიერი.

ორმხრივ შეხვედრებთან ერთად ვიზიტის მთავარი ნაწილი იყო ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა. გაფორმდა რამდენიმე შეთანხმება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შუა დერეფანში ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის მიზნით დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ამიტომ შეხვედრებზე სავაჭრო ბრუნვის და საინვესტიციო მონაცემებიც შეჯამდა. მეზობელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად აცხადებს. ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ორ ქვეყანას შორის საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია – მათ შორის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი. ქართული მხარის განცხადებების მიხედვით, დღევანდელ შეხვედრებზე პროცესის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი