აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული დელეგაცია თბილისში
თბილისს აზერბაიჯანის მმართველი პარტიის ახალგაზრდული დელეგაცია ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. დელეგაციას ბახტიარ ისლამოვი ხელმძღვანელობს. სტუმრები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისს ეწვივნენ და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. დელეგაცია საქართველოში 5 დეკემბრამდე დარჩება. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები საქართველოს პარლამენტსა და თბილისის საკრებულოში.