აზერბაიჯანის გაფრთხილება სომხეთს 

ყარაბაღის შემდეგ ზანგეზური – აზერბაიჯანის პრეზიდენტი სომხეთს ემუქრება.

ილჰამ ალიევი ერევანს მიმართავს, არ შეუქმნას დაბრკოლება ნახიჩევანთან დამაკავშირებელ კორიდორს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალას გამოიყენებს.

ოფიციალურმა ერევანმა ილჰამ ალიევის განცხადება უკვე დაგმო. სომხეთის პოზიციით, რომ აზერბაიჯანის განცხადებები რეგიონალურ მშვიდობას და სტაბილურობას სერიოზულად აზიანებს. მუქარის და საფრთხეების ფონზე კიდევ უფრო მწვავდება შიდა პოლიტიკური ვითარება. ქვეყნის სამხრეთში ჩასულ პრემიერ-მინისტრს მოქალაქეები საპროტესტო აქციებით დახვდნენ.