აზერბაიჯანი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ეხმაურება

აზერბაიჯანი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ადასტურებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს 25 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.