„აწარმოე უკრაინისთვის“ - ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას

მთავრობის გადაწყვეტილებით და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით დაწყებული ფართომასშტაბიანი კამპანიის – „აწარმოე უკრაინისთვის“ ფარგლებში, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად პირველი ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი გაიგზავნა. ქართული კომპანიების მხარდაჭერითა და თანადგომით, 40 ტონამდე სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია შეგროვდა, მათ შორის საკვები და სასმელი პროდუქტები, პირველადი მოხმარებისა და სამედიცინო დახმარების პროდუქცია, რომელიც უკრაინელ ხალხს გადაეცემა.