"აწარმოე საქართველოში" რეგიონულ წარმომადგენლობას ბათუმში ხსნის

სააგნეტო “აწარმოე საქართველოში” რეგიონულ წარმომადგენლობას ბათუმში ხსნის. მომსახურების ცენტრი იუსტიციის სახლში განთავსდა, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ინფორმაციის მიღების გარდა, შეუძლია ისარგებლოს სხვადასხვა ტიპის მომსახურებით. აწარმოე საქართველოში პროექტის ფარგლებში, აჭარაში 19 პროექტია მხარდაჭერილი, ინვესტიციის მოცულობა 38 მილიონ ლარს აღწევს.