ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში

15:01, 23.09.2018

საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა თურქეთში, სარფი-ქემალფაშას გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაშავებულები თურქეთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათ პირველადი დახმარება უკვე გაუწიეს. შემთხვევა დაახლოებით 10 საათზე მოხდა.

ამ დროისათვის დაშავებულთა ერთი ნაწილი პირადი სურვილით საავადმყოფოებიდან გაწერილია, შვიდი მოქალაქე კი სამედიცინო დაკვირვების მიზნით საავადმყოფოში რჩება.

მსგავსი