ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა. შემთხვევა გვიან ღამით სოფელ ვარდისუბნის წრიულთან მოხდა. სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრავი “ნისანის” მარკის ავტომანქანა ხეს შეეჯახა, რომლის შედეგად ერთი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, მძღოლი და კიდევ ერთი მგზავრი კი ავტომანქანიდან მაშველების დახმარებით ამოიყვანეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების განცხადებით, მათი მდგომარეობა მძიმეა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.