ავტოსადგურების სერტიფიცირება

ავტოსადგურების სერტიფიცირების, ტექნიკური გამართულობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე ავტოსადგურების წარმომადგენლებთან, ეკონომიკის სამინსიტროს, სახმელეთო ტრანსპორტისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლების შეხვედრა დაიმართა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყოს ავტოსადგურების მხრიდან არაჯანსაღი კონკურენციის აღმოფხვრას, სატრანსპორტო ბაზარზე განვითარების თანაბარი პირობების შექმნას და ახალი, საერთაშორისო დონის ავტოსადგურების მშენებლობის სტიმულირებას. ამ მიზნების მისაღწევად ავტოსადგურების მფლობელებს ასევე შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და ისარგებლონ პროგრამით გათვალისწინებული ბენეფიტებით.