ავტომობილი, რომლითაც ოზურგეთში „ლიბერთი ბანკის“ "ფეი ექსპრესიდან" თანხა გაიტაცეს, ნაპოვნია

ავტომობილი, რომლითაც ოზურგეთში „ლიბერთი ბანკის“ფეი ექსპრესიდან” თანხა გაიტაცეს, ტყეში იპოვეს. ავტომობილის მფლობელი ერთ-ერთი პენსიონერია, რომელიც ყაჩაღობის დროს პენსიის რიგში იდგა და ვისი მანქანითაც მძარცველებმა თანხა გაიტაცეს.

ოზურგეთში, „ლიბერთი ბანკის“ “ფეი ექსპრესი” დღეს დილით დააყაჩაღეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, მოლარეს თანხა მოსთხოვეს, შემდეგ კი ერთ-ერთი პენსიონერის მანქანა გაიტაცეს და გაიქცნენ. ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან სამართალდამცავები.