ავტომობილების მიერ გამოწვეული ხმაურის კონტროლი 

21:57, 06.07.2026

მანქანების ხმაურის დონე პირველი სექტემბრიდან ხმაურმზომებით შემოწმდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე შეიძინა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აპარატურა, რამაც მართლწესრიგის ეფექტიანი აღსრულება უნდა უზრუნველყოს და ღამის საათებში ტრანსპორტის ხმაურით გამოწვეული დისკომფორტი მოაგვაროს. სპეციალური, პორტატული მოწყობილობით ავტოსატრანსპორტო საშუალებებს საპატრულო ეკიპაჟები შეამოწმებენ. ნებისმიერი მძღოლი, რომლის ავტომობილიც დადგენილ ნორმას, გადააჭარბებს, პირველ ჯერზე 100 ლარით დაჯარიმდება და მართვის მოწმობაზე დარიცხული 100 ქულიდან 10 მოაკლდება. ყოველი შემდგომი დარღვევა, როგორც  ქულების ისე ფულადი ჯარიმის ზრდას გამოიწვევს. საუბარია 23 საათიდან დილის 8 საათამდე პერიოდზე, რა დროსაც მთავრობის დადგენილებით ავტოტრანსპორტის ხმაურის დონე 80 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს.

მსგავსი