ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება დღეიდან ფასიანი ხდება

ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება დღეიდან ფასიანი ხდება. ასევე დაგეგმილია ტექინსპექტირების გაუვლელობის შემთხვევაში, ჯარიმების გაზრდა და გზებზე მობილური ჯგუფების განთავსება, რომლებიც გააკონტროლებენ ავტომობილების გამონაბოლქვს. ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, დამატებითი ინიციატივები პარლამენტს უკვე გადაეგზავნა განსახილველად.