ავტომობილების გამონაბოლქვზე კონტროლი გამკაცრდა

დღეიდან საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში ავტომობილების ხილულ გამონაბოლქვზე შემოწმება დაიწყო. სპეციალური აპარატის მეშვეობით შემოწმდება ყველა ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის გამონაბოლქვსაც გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები საეჭვოდ მიიჩნევენ. თუ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებების დონე დაშვებულ ზღვარს გადააჭარბებს, მანქანის მფლობელი დაჯარიმდება. 15 დღის ვადაში განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კი, ჯარიმის ოდენობა სამმაგდება.

სტანდარტის მიხედვით, გამონაბოლქვში CO-ს დონე 0,55 მეასედ პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. 2025 წლიდან ჯარიმები დაწესდება კატალიზატორის გარეშე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებზეც.

რეგულაციის მიზანი დედაქალაქში ჰარის დაბინძურების ხარისხის შემცირებაა, რისი ძირითადი მიზეზიც სწორედ გაუმართავი ავტომობილებიამარიამ აფციაური გიამბობთ.